იუდაიზმი: გინორთი გინოჯინეფს შქას

დინორექ დილასჷ დინორექ ქეგიაძონუ
ახალი გვერდი: left|100px|დავითიშ მურიცხი ფაილი:Menorah7a.png|thumb|right|250px|შკვით...
 
ვა რე რედაქტირაფაშ რეზიუმე
ღოზი 3:
 
ეკონია, დოხოლაფირო 2000 წანაშ გოძვენას, იუდაიზმიშ პრაქტიკული ეკოჸუნა მონოლითური ვაჸოფე: თის ვაჸუნდჷ ცენტრალური შურიელი მართუალა; ვაუღუდჷ გჷმახურგე დოგმა. თეშ უმკუჯინალო, ირ ვარიაციას იუდაიზმიქ მეჭედელო მერსხილქ ქჷდოსქიდჷ მუსხირენ რელიგიურ პრინციპწკჷმა, ნამუეფშეთ უშანულამაში რე აკა, ირიშმორჩქინე, ირიშშემალებე, ირიშ მოჭყოლოფე დო უძირაფე (ტრანსცენდენტული) ღორონთიშ რწუმა; ღორონთიში, ნამუქჷთ ოქიანუ აკოქიმინუ დო ნამუთ აგჷნძორენს თიშ მართუალას. ურიული არზუანობაშ მეჯინათ, ოქიანუშ აკმაქიმინალ ღორონთქ უძვეშაში აპიანით ქიმკარსხჷ ურიალ ერწკჷმა, მუჟამსჷთ თინეფს თორაშ სახეთ თიშით დჷნადგინა კანონეფი დო მცნებეფი უსქილიდუ. ურიული ღორონთიშნინალა არძაშე დიდ აბანს მეთმეჩანს თე კანონეფიშ დო მცნებეფიშ დოგურაფას დო ირდღარ რინას თეშ გოხორციალაფას, მუჭოთ რე ინტერპრეტირაფილი რელიგიაშ კანონიკურ წინგეფს დო რაბინულ ლიტერატურას.
 
 
[[ფაილი:Star of David.svg|left|100px|დავითის ვარსკლავი]]
[[ფაილი:Menorah7a.png|thumb|right|250px|შვიდტოტა [[მენორა]] - იუდაიზმის უძველესი სიმბოლო]] '''იუდაიზმი''' ([[ებრ.]] ɳיהדות – იაჰადუთ) — [[ებრაელები|ებრაელი]] ერის რელიგია; ისტორიაში აღნუსხული პირველი [[მონოთეიზმი|მონოთეისტური]] რწმენა და ანტიკური ხანიდან შემორჩენილი ერთ-ერთი რელიგია. იუდაიზმის დოქტრინა და ისტორია მნიშვნელოვანი ნაწილია სხვა მონოთეისტურ, კერძოდ: [[სამარიული სარწმუნოება|სამარიულ]], [[ქრისტიანობა|ქრისტიანულ]] და [[ისლამი|მუსლიმურ]] რელიგიათა საფუძვლებისა.
 
უკანასკნელი დაახლოებით 2000 წლის მანძილზე იუდაიზმის პრაქტიკული მიმდევრობა მონოლითური არ ყოფილა: მას არა ჰყოლია ცენტრალური სულიერი მმართველობა; არა ჰქონია შემბოჭავი დოგმა. მიუხედავად ამისა, ყოველ ვარიაციაში იუდაიზმი მჭიდროდ დაკავშირებული დარჩა რამდენიმე რელიგიურ პრინციპთან, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია ერთადერთი, ყოვლისმცოდნე, ყოვლისშემძლე, ყოვლად მოწყალე და უხილავი (ტრანსცენდენტული) ღმერთის რწმენა; ღმერთისა, რომელმაც სამყარო შექმნა და რომელიც განაგრძობს მის განგებას. ებრაული აზროვნების მიხედვით სამყაროს შემქმნელმა ღმერთმა უძველესი აღთქმით კავშირი დაამყარა ებრაელ ერთან, როდესაც მათ თორის სახით მის მიერ დადგენილი კანონები და მცნებები გაუზიარა. ებრაული ღვთისმსახურება ყველაზე დიდ ადგილს უთმობს ამ კანონებისა და მცნებების შესწავლასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში განხორციელებას ისე, როგორცაა ინტერპრეტირებული რელიგიის კანონიკურ წიგნებსა და რაბინულ ლიტერატურაში.
 
== შესავალი ==
იუდაიზმის ტრადიციული თვალსაზრისით, რომელიც თანამედროვე მკვლევართა აზრსაც ემთხვევა, იუდაიზმი რამდენიმე მნიშვნელოვანი თვისებით განსხვავდებოდა მისი წარმოშობისას არსებული სხვა რელიგიური ტრადიციებისგან. ერთი ასეთი თავისებურებაა [[მონოთეიზმი]]: სამყაროს შემქმნელი და კაცობრიობის გამკითხავი ღმერთის რწმენა. მაშინდელი [[პოლითეიზმი|პოლითეისტური რელიგიების]] მიხედვით [[სამყარო]] შემთხვევით გაჩენილი იყო, ხოლო ღმერთებს სხვა ღმერთებთან ურთიერთობა ადამიანთა ბედზე მეტად აწუხებდათ. პოლითეისტურ წარმოდგენაში ღმერთები საკუთარი ვნებებით იყვნენ დაკავებულნი და მათი ძალებიც შეზღუდული იყო, იუდაიზმის მიხედვით კი [[ღმერთი]] უსაზღვრო ძალის და ყოვლისშემძლეა, რის გამო სამყაროს მარტოდმარტო შექმნის უნარსაც ფლობს; იუდაიზმის მეორე თავისებურება მისი მიმდევრებისთვის [[თორა]]ში აღნიშნულ მცნებათა შესრულების ვალდებულება იყო. იმდროინდელი ხალხების მსგავსად ებრაელებსაც ჰქონდათ ტაძარი, სადაც [[ქურუმი|ქურუმები]] ღმერთისთვის მსხვერპლს სწირავდნენ, ოღონდ ეს არ ყოფილა ებრაული ღვთისმსახურების ერთადერთი საშუალება.
 
=== მონოთეიზმი ===
მკვლევარებს უჭირთ მონოთეიზმის აღმოცენების პერიოდის დადგენა. ორთოდოქსული იუდაიზმის მიხედვით, ხალხური მასშტაბით ასეთი რწმენის მიღების სათავე ებრაელებისათვის ათი მცნებისა და თორის (ბიბლიის) გაცემა იყო, - სწორედ ამ საშუალებით უბრძანა ღმერთმა ებრაელებს მხოლოდ და მხოლოდ მისი მსახურება, ხოლო სხვა ღვთაებათა თაყვანისცემა ან მათ ხელოვნურ განსახიერებათა წინაშე ქედის მოხრა აუკრძალა. თორიდან გამომდინარეობს იუდაიზმის ფუძემდებელი პრინციპები: ერთადერთი ღმერთის არსებობა, მარადიულობა, მისი გაუნაწილებელი ავტორობა სამყაროს შემოქმედებაში და მისი გარდაუვალი სურვილის გამოხატულება ისტორიულ მოვლენათა სვლაში. ებრაული თვალსაზრისით, ათი მცნების გამო მათ ეკრძალებათ ყოველი სხვა ღმერთის, [[კერპი]]ს, [[სული]]ს თუ [[ხატი]]ს მსახურება; შესაბამისად, ისინი (მორწმუნენი) თვით ღმერთის ორმნიშვნელოვნად ან სამებად წარმოდგენას თვლიან [[მწვალებლობა]]დ, რომელიც პოლითეიზმს ჰგავს. ღმერთის უნიკალურობის იდეა თორის ძირითადი პრინციპია. ამის გამო, მისი კანონით ებრაელებს ეკრძალებათ ყოველი ისეთი საგნის გაკეთება ან ფლობა, რომლის წინაშეც ადამიანს ქედის მოხრა შეუძლია (მაგ. ღმერთის სურათის ან ქანდაკების). ამ გაგებით, რადგან ღმერთი უხილავია, ადამიანმა არ უნდა მოიხაროს ქედი რაიმე არსების ან საგნის წინაშე, რაც თავად არაა ღმერთი.
 
=== პრაქტიკული ღვთისმსახურება და კანონები ===
ძველად ებრაელებსაც ჰქონიათ [[სალოცავი]] და მსხვერლპშესაწირავი ტაძარი იერუსალიმში, სადაც ძირითადად დღესასწაულებისას იკრიბებოდნენ. მიუხედავად ამისა, წლის დანარჩენ დღეებშიც არ წყვეტდნენ [[ქოჰენები]]ს (ქურუმების) ყოველდღიური ყოფის მიბაძვას, როგორც თორის კანონებითაა განსაზღვრული. სხვა რელიგიებთან შედარებით ღვთისმსახურებისადმი უფრო პრაქტიკული მიდგომით, იუდაიზმი დღესაც ცდილობს მორწმუნეთა ყოველდღიური ცხოვრება ძველებრაულ ტაძარში ქურუმების მიერ წარმოებული '''ყოველდღიური''' ღვთისმსახურების დონემდე აამაღლონ. ამ მიზნის მისაღწევად თორაში (ებრაულ ბიბლიაში) 613 '''[[მიცვა]]''' (מצווה), ანუ ღვთის განკარგულებაა მოცემული. მიცვების შემსრულებელი მორწმუნეები თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებას (ისეთი ტრივიალური ქცევების ჩათვლით, როგორც ხელ-პირის დაბანა და მისთანანი) რიტუალური წესების მიხედვით წარმართავენ. მიცვების შემსრულებლებს იუდაიზმი გან-ედენს ([[სამოთხე|სამოთხის ბაღს]]) ან ოლამ ჰა'ბას (მომავალ სამყაროს, ე.ი. [[მესია|მესიის]] მოსვლისას მკვდრეთით აღდგომას) ჰპირდება. აღსანიშნავია, რომ აქედან იუდაიზმი მხოლოდ მკვდრეთით აღდგომით რწმენას ავალდებულებს ებრაელებს.
 
== იუდაიზმის განვითარების ტრადიციული შეხედულება ==
[[ფაილი:Duraeuropa-1-.gif|thumb|250px|left|სცენა [[ესთერის წიგნი]]დან, [[დურა-ევროპოს სინაგოგა|დურა-ევროპოს სინაგოგის]] დეკორაცია]]
ებრაული ბიბლიის თემაა ისრაელიტთა (იგივე ებრაელთა) ურთიერთობა ღმერთთან, როგორც ეს გამოიხატება მათ ისტორიაში დროის დასაბამიდან მეორე ტაძრის პერიოდამდე (დაახ. [[ჩვ.წელთაღრიცხვამდე 350]] წლამდე). ეს ურთიერთობა აღწერილია როგორც უწყვეტი ისტორია, რომლის განმავლობაში ებრაელთა სულში ერთმანეთს ეჭიდება ღმერთის რწმენა და სხვა ღმერთებისადმი მიზიდულება. ისეთი მნიშვნელოვანი ებრაელები, როგორც [[აბრამი (ბიბლია)|აბრამი]], [[იაკობი (ბიბლია)|იაკობი]] და [[მოსე (ბიბლია)|მოსე]], ღმერთსაც შეეჭიდნენ თორაში (აბრამი და იაკობი ღმერთს ზოგჯერ გაბედულად შეეპასუხნენ, ხოლო იაკობი სიზმარში ღმერთს ფიზიკურად შეებრძოლა).
 
ორთოდოქსული იუდაიზმისა და მორწნუნე ებრაელთა აზრის მიხედვით ბიბლიური პატრიარქი აბრამი პირველი ებრაელი იყო. რაბინული ლიტერატურის მიხედვით მან კაცობრიობაში პირველმა უარყო [[კერპთაყვანისმცემლობა]] და მონოთეიზმი იქადაგა. შედეგად, მას ღმერთმა ურიცხვი შვილი აღუთქვა ([[დაბადება 15:5]]). აბრამის პირველი შვილი [[იშმაელი აბრამის ძე|იშმაელი]] იყო, ხოლო მეორე ვაჟი - [[ისაკი აბრამის ძე|ისაკი]]. ისაკის შეძენისას ღმერთმა თქვა, რომ ის გააგრძელებდა აბრამის სულიერ შრომას, ხოლო მისი შთამომავლობა [[ეგვიპტე]]ში გადახვეწისა და იქიდან გამოხსნის შემდეგ ისრაელის მიწას დაისაკუთრებდა. ღმერთმა ისაკის ძე იაკობი და მისი შვილები გვალვით აიძულა [[ქანაანი]]დან ეგვიპტეში გადასულიყვნენ, სადაც მრავალი თაობის შემდეგ ებრაელები დაიმონეს. მონობისაგან გამოსახსნელად ღმერთმა ებრაელებს მოსე მოუვლინა, ეგვიპტიდან ისინი თვითონ გამოიყვანა, [[სინის მთა|სინაის მთაზე]] მათ თორა მისცა და საბოლოოდ აღთქმულ მიწაზე მიიყვანა. მთასთან ღმერთმა მოსეს ძმის - არონის შთამომავლობა ქოჰენების (ქურუმების) კლასად დაამტკიცა. ისინი საბოლოოდ [[იერუსალიმის ტაძარი|იერუსალიმის ტაძარში]] მსახურებდნენ.
 
მებრძოლ ებრაელთა ისრაელის მიწაზე დასახლების შემდეგ აქამდე მოძრავი ღვთის კარავი (რომელიც ღმერთმა ქურუმობასთან ერთად დააწესა) [[შილო (ისრაელი)|შილოში]] დამკვიდრდა 300 წლით. ამ დროის განმავლობაში ღმერთმა ერს ღირსეული კაცები, ზოგჯერ კი ქალებიც მოუვლინა თავდამსხმელ მტერთა წინააღმდეგ მის ასამხედრებლად. ზოგი მტერი ღვთის გამოგზავნილი იყო ცოდვებისათვის ხალხის დასასჯელად. ეს ამბები აღწერილია ისუ ნავეს ძისა და მსაჯულთა წიგნებში. რაც დრო გადიოდა, ერის სულიერი დონე უფრო და უფრო ქვეითდებოდა, სანამ სამაგიეროს გადასახდელად ღმერთმა [[ფილისტიმელები|ფილისტიმიელებს]] შილოში დადგმული ღვთის კარვის ხელში ჩაგდება შეაძლებინა. მაშინ კი ებრალმა ერმა შეიცნო საკუთარი დაკნინება და სამუელ წინასწარმეტყველს სთხოვა ტომთა ბელადებისა თუ მსაჯულების ნაცვლად მისთვის მუდმივი მეფე ამოერჩია (როგორც მეზობელ ხალხებს ჰყავდათ). სამუელმა უხალისოდ შეასრულა ეს თხოვნა და ღმერთის დასტურით მეფედ აირჩია ბრწყინვალე, მაგრამ თავმდაბალი ადამიანი - [[საული (ბიბლია)|საული]]. როდესაც ხალხის ზეგავლენით მან სამუელის განკარგულება დაარღვია, ღმერთმა წინასწარმეტყველს უბრძანა, რომ მის მაგიერ მეფედ [[დავითი (ბიბლია)|დავითი]] ეკურთხებინა. (ეს მოთხრობილია სამუელის წიგნებში).
 
როგორც კი დავით მეფემ თავისი ძალაუფლება განამტკიცა, მან [[ნათან წინასწარმეტყველი|ნათან წინასწარმეტყველს]] უთხრა, რომ ღვთისთვის მუდმივი ტაძრის აშენება სურს. მისი ღვაწლის სამაგიეროდ ღმერთი შეჰპირდა დავითს, რომ ტაძარს მისი შვილი ააგებდა, ხოლო სამეფო გვირგვინი არასოდეს გამოეცლებოდა მის შთამომავლობას. (თვით დავითმა ვერ მიიღო ტაძრის აშენების ნება, რადგან ბევრ შინა-ომებში მონაწილეობდა და ღმერთს არ უნდოდა ის მშვიდობის სიმბოლოდ ასაგები ტაძრის მშენებლად ეცნო). პირველი მუდმივი ტაძარი ღვთის ნებით მართლაც დავითის ვაჟმა - სოლომონმა ააგო იერუსალიმში, როგორც [[მეფეთა წიგნები|მეფეთა წიგნებშია]] აღწერილი.
 
სოლომონის სიკვდილის შემდეგ მისი სამეფო ორად გაიყო: ისრაელის და იუდეის სამეფოებად. დაახლოებით 200 წლის შემდეგ, კერპთაყვანისმცემლობის გავრცელების გამო, ღმერთმა ისრაელის სამეფო ასურეთს დააპყრობინა და მისი ხალხი გადაასახლებინა. სამხრეთში, იუდეის სამეფო, რომლის დედაქალაქ იერუსალიმში ტაძარი იდგა, დავითის დინასტიის სამფლობელოდ დარჩა. როდესაც იუდეაში კერპთაყვანისმცემლობა ისე მომძლავრდა, როგორც ჩრდილოეთში, ღმერთმა ეს სამეფო ბაბილონს დააპყრობინა. დამპყრობლებმა დაანგრიეს ტაძარი, რომელიც 410 წელი იდგა, ხოლო იუდეველები ბაბილონში გადაასახლეს. ხალხს ნუგეშად დარჩა ღვთის აღთქმა, რომ ისინი 70 წლის შემდეგ გამოიხსნებოდნენ. ეს ამბები მოთხრობილია ისაიას წიგნში და იერემიას წიგნში.
 
[[ფაილი:Western wall jerusalem night.jpg|thumb|250px|right|[[დასავლეთის კედელი]] ერთადერთი ფრაგმენტია, რაც [[იერუსალიმის მეორე ტაძარი|იერუსალიმის მეორე ტაძრისგან]] დღემდე შერმორჩა. ტაძრის მთა უწმინდესი ადგილია იუდაიზმში]] 70 წლის შემდეგ ღმერთმა სპარსელებს ებრაელები, ეზრას ხელმძღვანელობით, იუდეაში დააბრუნებინა. რეპატრიანტებმა ტაძარიც აღაგეს. ეს აღწერილია [[ეზრას წიგნი (ძველი აღთქმა)|ეზრას წიგნში]] და [[ნეემიას წიგნი (ძველი აღთქმა)|ნეემიას წიგნში]]. მეორე ტაძარი 420 წელი იდგა, სანამ შინა მტრობისათვის დასასჯელად ღმერთმა იუდეველებს რომაელები არ შეუსია. ტაძარი რომაელმა სარდალმა (შემდეგ იმპერატორმა) [[ტიტუსი (სარდალი)|ტიტუსმა]] დაანგრია. ის დანგრეული უნდა დარჩეს, სანამ ღმერთი მესიად არ მოავლენს დავითის თესლის ადამიანს, რომელიც ისრაელს დაუბრუნებს ძველ დიდებას და იერუსალიმის ტაძარსაც აღაშენებს.
 
სინაის მთაზე მიღებული თორა მოსეს ხუთ წიგნს მოიცავს. მსაჯულთა, მეფეთა, წინასწარმეტყველთა და ჟამთაღმრიცხველთა წიგნებთან ერთად, ხუთწიგნეული ''დაწერილ თორას'' შეადგენს. თორის განკარგულებათა დეტალებს და ინტერპრეტაციას, რომელიც ღმერთმა მოსეს არ დააწერინა მთაზე და მხოლოდ დააზეპირებინა, [[ზეპირი თორა]] (תורה שבעל-פה, ''თორა შე'ბე'ალ-პე'') ეწოდება. მეორე ტაძრის დანგრევამდე, ეს თორა მართლაც ზეპირად გადაეცემოდა თაობიდან თაობას, მაგრამ მხოლოდ სასულიერო წოდების ადამიანებს (ქურუმებს, მსაჯულებს, რაბინებს). ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში, როდესაც დიასპორაში ებრაელთა დევნამ იმატა, ზეპირი ტრადიციის გაწყვეტის შიშით, რაბინებმა ამ თორის ჩაწერა დაიწყეს და ასე შეადგინეს '''[[მიშნა]]''' (משנה). მომდევნო საუკუნეებში (მე-7 საუკუნემდე) თვით მიშნის რაბინული ინტერპრეტაცია მიმდინარეობდა; მიშნაში მოცემული ზეპირი თორის რაბინულ ინტერპრეტაციას '''[[თალმუდი]]''' (תלמוד) ეწოდება. ზეპირი თორის რაბინული განხილვა სხვა წმინდა წიგნებშიცაა.
 
== იუდაიზმის განვითარების ისტორიულ-კრიტიკული შეხედულება ==
[[ფაილი:Gottlieb-Jews Praying in the Synagogue on Yom Kippur.jpg|thumb|230px|left|[[იომ-კიპური]]ს დროს ებრაელები მარხულობენ და სინაგოგაში ლოცულობენ განწმენდისა და განტევებისთვის. მორის გოტლიბის ნახატი, 1878.]]
მიუხედავად [[მონოთეიზმი]]ს ფუძეულობისა რაბინულ (იგივე ორთოდოქსულ) იუდაიზმში, ბიბლიის კრიტიკულად მკვლევართა მტკიცებით [[თორა|თორის]] ზოგი ნაწყვეტი იმაზე მიუთითებს, რომ ადრეულ ისრაელიტებს სხვა ღმერთებიც სწამდათ, თუმცა თვით [[ღმერთი]] სამყაროს ერთადერთ შემქმნელად მიაჩნდათ, რომლის მსახურებაც სავალდებულოა (ეს ჰენოთეისტური შეხედულებაა). იუდაიზმისწინა [[პოლითეიზმი|პოლითეისტური]] რწმენის ახალი საბუთი [[უგარითი]]ს გათხრებში აღმოჩნდა, სადაც თიხის ფირფიტებზე ღმერთთა პანთეონის აღწერა იპოვეს, რომელთაგანაც ზოგი თორაშია ნახსენები. სწავლულთა უმეტესობის აზრით, ებრაელებმა მხოლოდ [[ელინიზმი|ელინისტურ]] ხანაში ირწმუნეს, რომ სამყაროს ერთადერთი ღმერთი ჰყავს, რომელიც მთელი კაცობრიობის ღმერთიცაა და რომლის გამოცხადების საბუთი ([[თორა]]) უნივერსალურ ჭეშმარიტებას შეიცავს. თითქოს ეს გამოიხატება, ერთი მხრივ, უცხოელთა იუდაიზმით დაინტერესების ზრდაში (ბერძენთა და რომაელთა ნაწილი ებრაელებს ყველაზე "ფილოსოფიურ" ხალხად თვლიდა, რადგან მათ ვიზუალურად წარმოუდგენელი ღმერთი სწამდათ), ხოლო მეორე მხრივ, ებრალთა მზარდ დაინტერესებაში [[ბერძნული ფილოსოფია|ბერძნული ფილოსოფიით]], რომელიც უნივერსალური ჭეშმარიტების დადგენისაკენ მიილტვოდა და ამგვარად, შესაძლოა, მონოთეიზმის იდეამდეც მიიყვანა აზროვნება (თუნდაც იმ გაგებით, რომ "ყველა ღმერთი ერთია").
 
ამ თეორიის მიხედვით, ელინისტურ ხანაში ებრაელები საკუთარ რელიგიურ პარტიკულარიზმსა და ამავე [[რელიგია|რელიგიის]] უნივერსალიზმს შორის არსებულ კონფლიქტს შეეჭიდნენ (რადგან თორის განკარგულებათა შესრულება მხოლოდ ებრაელებს ევალებათ, მაგრამ თვით თორა უნივერსალურ ჭეშმარიტებას შეიცავს). ეს გამოიხატა რელიგიურ რწმენათა და წესთა მთელ რიგში, რომელიც ეხება ვინაობას, [[ეთიკა]]ს, ადამიანთა ურთიერთობას ბუნებასთან და ღმერთთან, თანაც ამოწმებს და უპირატესობას ანიჭებს "განსხვავებებს" - განსხვავებებს ებრაელთა და არა-ებრაელთა შორის, ებრაული ღვთისმსახურების სხვადასხვაობას ლოკალურობის მიხედვით, ერთი და იგივე სიტყვათა სხვადასხვანაირ ინტერპრეტაციას ტექსტებში, ტექსტებშივე არსებულ ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულებებს (რომლებიც კოდიფიკაციით ინახებოდა). ამ განსხვავებათა დაცვის მიზეზი, რომლის შედეგიც რწმენის ერთიანი დოგმის მიუღებლობა იყო, ზემოთაღნიშნულ კონფლიქტში უნდა ვეძიოთ.
 
ბიბლიისადმი მართლმადიდებლური იუდაიზმის მიდგომისაგან განსხვავებით, ბიბლიის კრიტიკულად მკვლევართა აზრით თორა მრავალი ურთიერთშეუფერებელი ტექსტისგან შედგება, რომელთა გვიანი რედაქტირება ერთი და იგივე მონათხრობების სხვადასხვანაირი გადმოცემით იპყრობს ყურადღებას (ე.წ. დოკუმენტური ჰიპოთეზა).
 
== რელიგიური დოქტრინა და ''სარწმუნოების პრინციპები'' ==
 
თუმცა იუდაიზმი ყოველთვის იცავდა სარწმუნოების რამდენიმე პრინციპს, მას მაინც არ აქვს ყველა ებრაელისადმი აუცილებლად მისაღები დოგმა. ეს თვისება, რომელიც იუდაიზმს უკვე 2000 წელი ახასიათებს, აძნელებს ყოველგვარ განზოგადოებას ებრაული თეოლოგიის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ცალკეულმა რაბინებმა ან ებრაულმა მიმდინარეობებმა მიაღწიეს თანხმობას - მიეღოთ მტკიცე დოგმა, მათ თითქმის არასოდეს არ დაეთახმნენ სხვა რაბინები და ჯგუფები. რადგან იუდაიზმს არავითარი ცენტრალური ავტორიტეტი არ გააჩნია, ებრაული სარწმუნოების პრინციპთა არცერთ ფორმულას არ ძალუძს სხვა ფორმულა დასძლიოს. როდესაც ანტიკური ხანის ისტორიკოსი, [[იოსეფუსი]], ეცადა დაედგინა, თუ ვინ არის ებრაელი, მან ღვთისმსახურების წესებსა და ტრადიციებს გაუსვა ხაზი და არა სარწმუნოების პრინციპებს. მისი აზრით, ებრაელის გადარჯულება ტრადიციულ ჩვეულებათა შეუსრულებლობაში გამოიხატება, ხოლო ებრაელად მორჯულება [[წინადაცვეთა]]სა და ამ ჩვეულებათა მიღებას საჭიროებს.
 
ორთოდოქსული იუდაიზმის მიხედვით, სარწმუნოების პრინციპთა შორის სამი ისეთი მნიშვნელოვანია, რომ ებრაელის მიერ მათი უარყოფა თემიდან მის მოღკვეთას ([[ექს-კომუნიკაცია]]ს) იმსახურებს, თანაც მესიის მოსვლისას ის მკვდრეთით ვერ აღდგება; ეს სამი პრინციპია:
* ღმერთის არსებობა,
* თორის ღმერთისგან მიღება და
* ღვთიური მსჯავრის არსებობა.
 
ამ პრინციპთა უარმყოფელი ებრაელი ''აფიკოროსად'' (ურწმუნოდ) ითვლება.
 
საუკუნეთა განმავლობაში, ებრაული სარწმუნოების პრინციპთა რამდენიმე ნათელი ფორმულა დადგინდა. მათ საერთო ელემენტები აკავშირებს და დეტალები ანსხვავებს, რითაც სხვადასხვა თეოლოგიური შეხედულებებისადმი შემწყნარებლობა მჟღავნდება. ამათგან, ყველაზე ფართოდ აღიარებული ავტორიტეტით რაბინი [[მაიმონი, მოშე ბენ|მოშე ბენ მაიმონის]] სარწმუნოების ცამეტი პრინციპი სარგებლობს:
 
* ''ღმერთი არსებობს და განაგებს.''
* '' ის ერთია;'' მონოთეიზმის მტკიცე უნიტარული პრინციპი, რომელსაც ემყარება შეხედულება, რომ მარადიული ღმერთი [[მორალი]]ს საწყისია.
* ''მას არ აქვს ტანი და ტანის მსგავსება;'' ღმერთი სავსებით არამატერიალური, უსხეულოა. ყოველი [[ანთრომორფიზმი]] თორაში და რაბინულ ლიტერატურაში უნდა მივიჩნიოთ [[მეტაფორა]]დ, ურომლისოდაც ღმერთზე ვერ ვილაპარაკებდით.
* ''ის დაუსაბამოა;'' სამყაროსთან შედარებით ღმერთი უპირველესია, ოღონდ მისგან განსხვავებით საწყისი არ აქვს დროში, რადგან თვით დრო ღმერთის შექმნილია - ის მის მიერ შექმნილ სამყაროსთან ერთად დაიწყო. ღმერთს არ აქვს [[წარსული]], [[აწმყო]] და [[მომავალი]]. ის მარადიულია არა მხოლოდ მისი არსებობის დროის მიერ შეუზღუდელობით, არამედ იმ გაგებითაც, რომ არავითარი დროის განმავლობაში არ იცვლება.
* ''არ უნდა ემსახურო, თუ არა ღმერთს;'' ღმერთსა და ადამიანს შორის არ არსებობს არავითარი ზებუნებრივი [[მედიატორი]]. ასეთი მედიატორის რწმენა, ტრადიციული შეხედულებით [[მწვალებლობა]]ა.
* ''ღმერთმა ადამიანის ფიქრები იცის;'' ის ყოვლისმცოდნეა.
* ''მოსეს ნაწინასწარმეტყველევი სიმართლეა.''
* ''მოსე წინასწარმეტყველთა მთავარია.''
* ''თორა ზეციდან მოცემულია.''
* ''თორა არასოდეს არ შეიცვლება.''
* ''ღმერთი სჯის ბოროტთ და საფასურს უხდის კეთილთ.''
* ''[[მესიანური მეფე]] მოვა;'' ღმერთი [[მესია]]დ მოავლენს დავითის თესლის ადამიანს - მეფეს, რომელიც ისრაელის სამეფოს აღადგენს და ამქვეყნად თორის კანონებს დაამყარებს.
* ''მკვდრები აღდგებიან;'' (მესიის მოსვლისას)
 
== ებრაული კანონი და ინტერპრეტაცია ==
 
ებრაული კანონისა და [[ჰალახა|ჰალახის]] (ტრადიციული ყოფის) საფუძველი [[თორა]]ა (მოსეს ხუთი წიგნი). რაბინული ლიტერატურის მიხედვით თორაში ღვთის 613 კანონია მოცემული. აქედან, ზოგი მხოლოდ მამაკაცებზე ან ქალებზე ვრცელდება, ზოგი მხოლოდ ძველი სასულიერო წოდების ადამიანებისათვის (ქურუმებისა და ლევიებისათვის) დადგინდა, ზოგი კი იმათთვის, ვინც [[ისრაელი]]ს მიწაზე სოფლის მეურნეობას ეწევა. მრავალი კანონის შესრულება მხოლოდ [[იერუსალიმი]]ს ტაძრის არსებობისას იყო შესაძლებელი. დღევანდელ ღვთისმსახურებაში, სამასზე ნაკლებ კანონს აქვს ძალა.
 
არსებობდნენ ებრაელთა ისეთი ჯგუფები, ([[კარაიზმი|კარაიტები]] და [[ცედუკები]]) რომელთა მტკიცებით ისინი მხოლოდ დაწერილ თორას ეყრდნობოდნენ ღვთისმსახურებაში, მაგრამ ებრაელთა უმრავლესობას სწამდა ე.წ. [[ზეპირი თორა]]ც. ეს ზეპირი ტრადიციები თავდაპირველად ძველებრაულ ფერუშების სექტაში გადაეცემოდა თაობიდან თაობას, ხოლო მოგვიანებით ჩაწერილ იქნა და რაბინებს შორის გავრცელდა.
 
რაბინული იუდაიზმი ყოველთვის თვლიდა, რომ თანახის წიგნები (დაწერილი თორა) ზეპირი ტრადიციის პარალერულად გადაეცემოდა თაობიდან თაობას; ამ შეხედულების გასამართლებლად, ებრაელები მიუთითებენ თვით თორის ტექსტზე, სადაც ბევრი სიტყვა გაურკვეველია, ხოლო მრავალი რელიგიური კანონი მოცემულია აუხსნელად, ან მის შესასრულებლად საჭირო დარიგების გარეშე. ებრაელთა მტკიცებით, ეს იმას ნიშნავს, რომ დაწერილი თორის მკითხველს უთუოდ უნდა სცოდნოდა დეტალები სხვა, ე.ი. ზეპირი წყაროდან. რადგან ეს პარალერული ცოდნა თავდაპირველად ზეპირ გადმოცემას წარმოადგენდა, მას [[ზეპირი თორა]] (תורה שבעל-פה, თორა შე'ბე'ალ-პე) ეწოდა. ებრაელები ზეპირ თორასაც სინაის მთაზე მიღებულ ღვთიურ ძღვნად მიიჩნევენ.
 
იერუსალიმის მეორე აოხრებიდან რაბინი [[იეჰუდა ჰა'ნასი]]ს დრომდე (ჩვ. წელთაღრიცხვით 70-200 წწ) ზეპირი თორის უმეტესი ნაწილი რედაქტირებულ იქნა [[მიშნა|''მიშნაში'']]. მომდევნო ოთხ საუკუნეში მიშნეული ზეპირი თორა რაბინული მსჯელობისა და კამათის საგანი იყო ძველი მსოფლიოს ორივე ებრაულ თემში: [[ისრაელი|ისრაელსა]] და [[ბაბილონი|ბაბილონში]]. ამ ორი თემის რაბინთა კომენტარები მიშნაზე საბოლოოდ რედაქტირებულ იქნენ ორ [[თალმუდი|''თალმუდში'']] ([[ბაბილონური თალმუდი]] და [[იერუსალიმის თალმუდი]]). მომდევნო საუკუნეების განმავლობაში, ორივე თალმუდს მრავალი თაობის თორის სწავლულთა კომენტარები დაერთო. ირკვევა, რომ [[ჰალახა]] - რაბინების ნაკარნახევი ებრაული ცხოვრების წესი, ეყრდნობა როგორც დაწერილ თორას, ისე ზეპირ ტრადიციებს (მიშნას, ჰალახურ მიდრაშს, თალმუდებს და მათ კომენტარებს). ჰალახა, პრეცედენტებიდან გამომდინარე, ნელა ვითარდებოდა.
 
რაბინებისადმი მიმართულ წერით შეკითხვებს კანონებზე, და მათ პასუხებს, [[რესპონსა]] (ებრაულად ''შე'ელოთ უ'თშუვოთ'') ეწოდება. დროთა განმავლობაში, რაც უფრო გავრცელდა ეს ჩვეულება, შეიქმნა რესპონსაზე დაყრდნობილი ებრაული რელიგიური კანონის კოდექსები; მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი კოდექსი - [[შულხან არუხი]], მორწმუნე ებრაელთათვის დღემდე წარმოადგენს ერთგვარ ჰალახურ ანბანს.
 
== რა აქცევს ადამიანს ებრაელად? ==
 
ებრაული კანონის თანახმად, ადამიანი მაშინ ითვლება ებრაელად, თუ მისი მშობელი დედა ებრაელია, ან თუ ის თვითონ მორჯულდება ებრაელად ებრაული წესის მიხედვით; (თანამედროვე ამერიკელ-ებრაელთა რეფორმისტული და რეკონსტრუქციონისტური მოძრაობები ებრაელად თვლიან ებრაელი მამისა და არა-ებრაელი დედის პირმშოსაც, თუკი ბავშვს მხოლოდ ებრაულ ადათ-წესებს ასწავლიან). ჩვენს დროში, იუდაიზმის ყოველ ძირითად მიმდინარეობას ღია აქვს კარი ებრაელად მორჯულების გულწრფელად მსურველთათვის (თუმცა ებრაელები ტრადიციულად არ აწარმოებენ რელიგიურ აგიტაციას არა-ებრაელთა შორის).
 
ებრაელი, რომელიც წყვეტს ებრაული რჯულის ჩვეულებათა შესრულებას, მაინც ებრაელად ითვლება; ებრაული კანონით, არც ის ებრაელი უნდა გამოაკლდეს ერს, ვინც ებრაული რწმენის პრინციპებს უარყოფს და აგნოსტიკურად, ან ათეისტურადაა განწყობილი. ამავე კანონით, სხვა სარწმუნოების მიმღები ებრაელიც კი ებრაელად ითვლება, თუმცა ასეთ შემთხვევაში ადამიანი კარგავს ყოველგვარ სტატუსს ებრაულ თემში და გადარჯულებულის სახელს იმკვიდრებს. წარსულში, გადარჯულებული ებრაელის ოჯახი და მეგობრები მას ოფიციალურად გლოვობდნენ; ჩვენს დროში ეს ჩვეულება იშვიათია.
 
საკითხი, თუ რა არის მთავარი ებრაელობის დახასიათებაში, მე-20 საუკუნის 50-ან წლებში ხელახლა წამოჭრა [[ისრაელი]]ს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, [[დავიდ ბენ-გურიონი|დავიდ ბენ-გურიონმა]], როდესაც მთელი მსოფლიოს ებრაელ სწავლულებსა და რელიგიურ ლიდერებს სთხოვა, აზრი გამოეთქვათ კითხვაზე ''მიჰუ იეჰუდი?'' ([[ვინ არის ებრაელი?]]). ეს საკითხი, რომელიც მალე ვერ გადაიჭრება, მას შემდეგ ისრაელის [[პოლიტიკა]]ში იჩენს ხოლმე თავს.
 
== ებრაული ფილოსოფია ==
 
ებრაული ფილოსოფია ფილოსოფიური დისციპლინისა და ებრაული თეოლოგიის გადაჯვარედინებას წარმოადგენს. შუა საუკუნეების ებრაელ ფილოსოფოსთა რიცხვს მიეკუთვნებიან [[საადია გაონი]], [[შლომო იბნ გაბიროლი]], [[ჰალევი, იეჰუდა|იეჰუდა ჰალევი]], [[მოშე ბენ მაიმონი]] და [[ლევი ბენ გერშომი]]. ებრაელთა განათლების მოძრაობამ (მე-18 საუკუნის მიწურულიდან მე-19 საუკუნის 80-ან წლებამდე) დიდი ცვლილებები მოახდინა ებრაულ ფილოსოფიაში; ეს ცვლილებები გამოხატეს განათლების მოძრაობის ფილოსოფიურად გამგრძელებელმა, ხოლო მოგვიანებით, თანამედროვე ხანის ისეთმა ფილოსოფოსებმა, როგორც [[მარტინ ბუბერი]], [[ფრანც როზენცვაიგი]], [[მორდეხაი კაპლანი]], [[აბრაჰამ ჯოშუა ჰეშელი]], [[ვილ ჰერბერგი]], [[იმანუელ ლევინასი]], [[რიჩარდ რუბინშტეინი]], [[ემილ ფაკენჰაიმი]] და [[იოსეფ სოლოვეიჩიკი]].
 
== ებრაული მიმდინარეობები ==
 
უკანასკნელი ორი საუკუნის განმავლობაში ებრაელები რამდენიმე მიმდინარეობად დაიყვნენ. თითოეულ მათგანს სხვანაირად ესმის, თუ რა უნდა იყოს ებრაელისათვის აუცილებლად მისაღები რწმენის პრინციპები და როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა ებრაელად. გარკვეულწილად, ამ დოქტრინულმა განსხვავებებმა განხეთქილება ჩამოაგდეს მათ შორის. მიუხედავად ამისა, გარკვეულ დონემდე ებრაული ერთობა შენარჩუნდა; კონსერვატორი ებრაელისათვის, მაგალითად, არ იქნება უჩვეულო ორთოდოქსულ, ან რეფორმისტულ [[სინაგოგა]]ში ილოცოს.
 
1) [[ორთოდოქსული იუდაიზმი]] იმ აზრზე დგას, რომ თორა ღმერთმა შეადგინა, შემდეგ კი მოსეს უკარნახა, და ამიტომ თორის კანონები დამავალებელი და უცვლელია. ორთოდოქს ებრაელებს [[შულხან არუხი]] ებრაული კანონის საბოლოო კოდიფიკაციად მიაჩნიათ. ისინი აგრეთვე ამტკიცებენ, რომ ჩვენი დროის ორთოდოქსული იუდაიზმი განათლების მოძრაობამდე არსებული იუდაიზმიდან უშუალოდ გამომდინარეობს. ორთოდოქს ებრაელთა უმრავლესობა ებრაული თეოლოგიის ერთ-ერთ ფორმას აღიარებს, რომელიც მოშე ბენ მაიმონის ''სარწმუნოების ცამეტ პრინციპს'' ეყრდნობა. ორთოდოქსულ ებრაელობას არაფორმალურად ორი სტილის მორწმუნეები შეადგენენ; მათ შორის არსებული განსხვავებები მიზეზია ორი მიდგომისა, რომელსაც [[თანამედროვე ორთოდოქსული იუდაიზმი]] და [[ხარედული იუდაიზმი]] ანსახიერებენ ცალ-ცალკე. ფილოსოფიურად, ეს ორი ჯგუფი თანამედროვეობასთან შეგუების და აზროვნების არა-ებრაულ დისციპლინათა მნიშვნელოვანების საკითხებშია შეუთანხმებელი. პრაქტიკულ სფეროში, ამ ორი ჯგუფის ებრაელები ჩაცმის სტილით და რელიგიური წესებისათვის თავგამოდების დონით განსხვავდებიან ერთმანეთისგან.
 
* [[თანამედროვე ორთოდოქსული იუდაიზმი]] ტრადიციული ებრაელობის ფართოდ გავრცელებული ფორმაა. იგი პატივს სცემს ისტორიულ ტრადიციებსა და წესებს, ტრადიციულად სწამს ღმერთი და ეწევა ღვთისმსახურებას, მაგრამ ამასთანავე აფასებს განათლებას და მეცნიერებას.
* [[ხარედული იუდაიზმი]] ძლიერ კონსერვატიული ფორმაა იუდაიზმისა. მას ზოგჯერ ულტრა-ორთოდოქსულსაც უწოდებენ, ოღონდ ეს ტერმინი გამკენწლავად ითვლება. მიუხედავად იმისა, რომ ხარედული იუდაიზმის რამდენიმე ჯგუფი (როგორც ლუბავიჩური ხასიდებისა) თანამედროვე ორთოდოქსებისავით ეთვისება მოდერნიზაციას, ხარედების უმრავლესობა თანამედროვე მატერიალურ კულტურას მხოლოდ ღმერთისათვის უკეთესი სამსახურის გაწევის საშუალებად თვლის, ხოლო თანამედროვე სულიერ კულტურას არავითარ ანგარიშს არ უწევს.
* [[ხასიდური იუდაიზმი]] ხარედული იუდაიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჯგუფია.
 
2) [[კონსერვატიული იუდაიზმი]], რომელიც [[აშშ]]-ს გარეთ მასორეთული (ტრადიციონალისტური) იუდაიზმის სახელითაა ცნობილი, მე-19 საუკუნიდან განვითარდა [[ევროპა]]სა და შეერთებულ შტატებში; იგი გამოძახილი იყო იმ ცვლილებებისა, რომელიც განათლებამ და ებრაელთა უფლებრივად გათანასწორებამ გამოიწვია. ამ მიმდინარეობისათვის დამახასიათებელი იყო უცვლელი მორჩილება ტრადიციული ჩვეულებებისადმი და კანონებისადმი (შაბათისა და ქაშრუთის დაცვის ჩათვლით), ებრაული სარწმუნოების პრინციპთა განგებ არაფუნდამენტალისტური სწავლება, თანამედროვე კულტურისადმი დადებითი დამოკიდებულება, ტრადიციული რაბინული სწავლულობის აღიარება თანამედროვე განათლებასთან ერთად და ებრაულ რელიგიურ ტექსტთა კრიტიკულად შესწავლა.
 
კონსერვატიული იუდაიზმის მიხედვით ებრაული კანონი უცვლელი არ ყოფილა - იგი ყოველთვის ცვალებად პირობებთან შეგუებით ვითარდებოდა; კონსერვატორი ებრაელების აზრით [[თორა]] ღმერთისაგან შთაგონებულ წინასწარმეტყველთა მიერ დაწერილი საღვთო საბუთია, მაგრამ ისინი უარყოფენ ორთოდოქსულ შეხედულებას, რომ თორა ღმერთმა მოსეს უკარნახა. კონსერვატიული იუდაიზმი [[ზეპირი თორა|ზეპირ თორასაც]] საღვთოდ და დამავალებელად მიიჩნევს, მაგრამ უარყოფს მისი კანონების ზოგ ორთოდოქსულ ინტერპრეტაციას.
 
3) [[პროგრესიული იუდაიზმი]] მრავალი მოძრაობისგან შედგება, რომლებსაც რამდენიმე ქვეყნის ებრაელთა შორის მრავალი მიმდევარი ჰყავთ.
 
* [[რეფორმისტული იუდაიზმი]], რომელსაც ზოგ ქვეყანაში ლიბერალურს ან პროგრესიულსაც უწოდებენ, მე-19 საუკუნის [[გერმანია]]ში წარმოიშვა განათლების მოძრაობის გავლენით. სხვა მიმდინარეობებისაგან მისი განსასხვავებელი თვისებაა უარყოფა იმისა, რომ ებრაული კანონების შესრულება აუცილებელი რელიგიური ვალდებულებაა. რეფორმისტების აზრით, იუდაიზმის საკითხებში გაცნობიერებული თითოეული ებრაელი უნდა სარგებლობდეს ავტონომიით, რომლის ფარგლებშიც თვითონ გადაწყვიტავს, თუ სად მიაჩნია თორის ტექსტი დამაჯერებლად და რომელი კანონები შეასრულოს. რეფორმისტები ებრაული ტრადიციის ინდივიდუალურად შეთვისებას მოითხოვენ, და არა დადგენილი წესებით ღვთისმსახურებას. საბოლოოდ, რეფორმისტებმა ებრაელობა დასახეს მხოლოდ რელიგიად, და არა ეროვნებად ან კულტურად. რეფორმისტებმა აგრეთვე უარყვეს თორით ნაკარნახევი რიტუალური წესები და ყოფაცხოვრების შემბოჭავი, - თორისავე ბევრი ამკრძალავი კანონი; სამაგიეროდ, რეფორმისტებმა ხაზი გაუსვეს წინასწარმეტყველთა მოწოდებას ზნეობრივი სისპეტაკისაკენ. რეფორმისტულმა იუდაიზმმა თავისი ლოცვანიც გამოიმუშავა დიასპორის ქვეყნების ენებზე. ბოლო დროს, ბევრმა რეფორმისტულმა თემმა აღადგინა ებრაულ ენაზე ლოცვის ტრადიცია და ბევრი მათგანი მორწმუნეებს მოუწოდებს რამდენადმე დაიცვან ებრაული კანონები. ([[დიდი ბრიტანეთი|დიდ ბრიტანეთში]], რეფორმისტული მიმდინარეობა ამჟამად ორ რელიგიურ თემადაა გაყოფილი: რეფორმისტულად და ლიბერალურად. რეფორმისტული თემი ლიბერალურზე ბევრად უფრო ტრადიციონალისტურია, ოღონდ თეოლოგიური შეხედულებებით ისინი არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან).
 
* [[რეკონსტრუქსიონისტური იუდაიზმი]] თავდაპირველად ფილოსოფიურ მიმდინარეობად წარმოიშვა მე-20 საუკუნის კონსერვატორი რაბინის, [[მორდეხაი კაპლანი]]ს მიერ; მოგვიანებით, ის და მისი მიმდევრები გამოეყვნენ კონსერვატიულ იუდაიზმს და წამოიწყეს მოძრაობა, რომლის მიზანია იუდაიზმის ხელახალი ინტერპრეტაცია თანამედროვე კულტურასთან მის შესაფერებლად. რეფორმისტული იუდაიზმის მსგავსად, არც რეკონსტრუქციონისტური იუდაიზმი თვლის ებრაულ კანონებს დამავალებლად, მაგრამ რეფორმიზისაგან განსხვავებით, რეკონსტრუქციონისტური აზროვნება ხაზს უსვამს მორწმუნეთა თემების როლს იმის გადაწყვეტაში, თუ რომელ ებრაულ კანონებს უნდა დაემორჩილონ მათი წევრები.
 
4) [[ჰუმანისტური იუდაიზმი]] პატარა არარელიგიური მოძრაობაა, რომლის მტკიცებით ებრაული ვინაობა ებრაელთა ისტორიითა და კულტურით განისაზღვრება, და არა წმინდა ტექსტებით. რაბინი შერვინ უაინის მიერ დაარსებული ეს მიმდინარეობა უფრო [[ჩრდილოეთ ამერიკა]]შია ცნობილი, მაგრამ მიმდევრები ჰყავს აგრეთვე [[ევროპა]]ში, [[ლათინური ამერიკა|ლათინურ ამერიკაში]] და [[ისრაელი|ისრაელშიც]]. (უნდა აღინიშნოს, რომ ვინაიდან ჰუმანისტური იუდაიზმი უარყოფს ზებუნებრივი ღმერთის ცნებას, რასაც სხვა ებრაული მიმდინარეობები იუდაიზმის საფუძვლად მიიჩნევენ, მისი ებრაულ მიმდინარეობად ჩათვლის საკითხი აზრთა უთანხმოებას იწვევს).
 
ორთოდოქს ებრაელთა უმრავლესობა ადამიანის ებრაელობას საზღვრავს არა იმით, თუ რომელი მიმდინარეობის მიმდევარია იგი, არამედ იმის მიხედვით, თუ რამდენად ახლოსაა მისი ღვთისმსახურების წესები მათ წესებთან. ორთოდოქს ებრაელთა აზრით, ებრაელი, რომელიც არ ასრულებს [[შაბათი]]ს, იომ-ტოვების (წმინდა დღეების), [[ქაშრუთი]]სა და ოჯახური სიწმინდის კანონებს, მორწმუნედ არ უნდა ჩაითვალოს; ნებისმიერ ებრაელს, რომელიც თუნდაც, მხოლოდ ამ კანონებს შეასრულებს, ისინი ღვთის მსახურად და მორწმუნედ ჩათვლიან.
 
== ებრაული სექტორები ისრაელში ==
 
მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ აღწერილ ყოველ მიმდინარეობას [[ისრაელი|ისრაელშიც]] ჰყავს მიმდევრები, ამ ქვეყნის ებრაელები თავიანთ ვინაობას სხვა კატეგორიით საზღვრავენ, რომლითაც ადამიანები მორწმუნეობის დონის მიხედვით იყოფიან. ეს კატეგორიაა მიგზარი, ანუ, ამ შემთხვევაში, გარკვეული ჩვეულებების მქონე საზოგადოების სექტორი. ისრაელში, სამი ასეთი ძირითადი სექტორია: [[სეკულარიზმი|სეკულარისტი]] (''ხილონი''), [[ტრადიციონალიზმი|ტრადიციონალისტი]] (''მასორათი'') და [[რელიგია|რელიგიოზი]] (''დათი'' ან ''ხარედი'') ებრაელებისა. ხილონებად თავს მიიჩნევენ ძირითადად [[ევროპა|ევროპული]] წარმოშობის (არარელიგიოზი) ებრაელები, რომლებიც საკუთარ ებრაელობას, შესაძლოა, დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, მაგრამ ებრაული ვინაობა მათ არა ჰგონიათ ტრადიციულ რწმენაზე და კანონებზე დამოკიდებული. ხილონები უარყოფენ რელიგიური ცხოვრების ყოველ ფორმას, ორთოდოქსულს თუ დასავლეთში უფრო მიღებულ ლიბერალურს (რეფორმისტულს და კონსერვატიულს). მასორათი (ტრადიციონალისტ) ებრაელებად თავს თვლიან ძირითადად "აღმოსავლელი" ([[ახლო აღმოსავლეთი|ახლო აღმოსავლური]], ჩრდილო-[[აფრიკა|აფრიკული]] და შუა-[[აზია|აზიური]] წარმოშობის) არარელიგიოზი ებრაელები. (ამ მასორათი ებრაელებს არავითარი კავშირი არა აქვთ კონსერვატიული იუდაიზმის მიმდევრებთან, რომლებსაც ებრაულად აგრეთვე მასორათები ეწოდებათ).
 
ამ ტერმინებს - ხილონი და მასორათი - ისრაელში მეტად მრავალმნიშვნელოვნად იყენებენ. ამის მიზეზი ისაა, რომ მათ შორის არსებული განსხვავებების მიუხედავად, სეკულარისტთა და ტრადიციონალისტთა მნიშვნელოვან ნაწილს არცთუ ცოტა საერთო თვისება ახასიათებს - როგორც იდეოლოგიურად, ისე ებრაული კანონების შესრულების მხრივ. (სეკულარისტთა უმრავლესობა თითქმის არასოდეს არ ლოცულობს, არც [[შაბათი]]სა და [[ქაშრუთი]]ს, ანუ კვების, წესებს იცავს; მეორე მხრივ, სეკულარისტთა უმრავლესობა ტრადიციულად ასრულებს ჩვილ ვაჟთა [[წინადაცვეთა|წინადაცვეთის]], საქორწილო ცერემონიის, მარხვა-გლოვის, [[ფესახი|ფესახში]] პურეული საკვების აღკვეთისა და [[იომ-ქიფური|ქიფურის დღის]] მარხულობის რელიგიურ წესებს. ტრადიციონალისტები, ბოლოს ჩამოთვლილი წესების გარდა, უფრო ხშირადაც ლოცულობენ, შაბათობით სინაგოგაში დადიან და ქაშრუთის კანონებს ასრულებენ; მიუხედავად ამისა, ტრადიციონალისტთა უმრავლესობა შაბათის ბევრ კანონს არღვევს და საერთოდ, სეკულარისტთა მსგავსად, ცხოვრების დასავლური სტილის მიმდევარია).
 
დიასპორაში ორთოდოქსულად წოდებული მიმდინარეობა ისრაელში სხვადასხვა ვარიანტებში არსებობს და ებრაელთა უფრო დიდ ნაწილს წარმოადგენს, ვიდრე სხვაგან. ისრაელში კამათი მიმდინარეობს იმაზე, თუ ებრაული მოსახლეობის რამდენ პროცენტს შეადგენენ ასეთი, დათი (რელიგიოზი) ებრაელები. ამის გამოსარკვევად ამოწმებენ, პროპორციულად რა ნაწილს შეადგენენ რელიგიოზი პარლამენტარები [[ქნესეთი]]ს წევრებისაგან, რელიგიური სკოლების მოწაფეები ებრაელ მოსწავლეებისაგან, თან სტატისტიკურ კვლევებსაც აწარმოებენ "ვინაობის" საკითხში. საერთო ვარაუდით, აქ რელიგიოზები ებრაელების 15 პროცენტი არიან.
ისრაელში, არც რელიგიოზები და არც სეკულარისტები არ იყენებენ ტერმინს - ორთოდოქსი. ვისაც დიასპორაში ორთოდოქსს დაუძახებდნენ, ისრაელში მას ''დათი'' (რელიგიოზი) ან ''ხარედი'' (ულტრა-ორთოდოქსი) ეწოდება. ყოველი ხარედი, რა თქმა უნდა დათია (რელიგიოზია). ის დათი, ვინც ხარედი არაა, თავისი ვინაობის დასახასიათებლად ტერმინ დათის სხვა სიტყვას დაუმატებს; ასე წარმოიშვა ტერმინი ''დათი-ციონი'' (სიონისტი რელიგიოზი). ასეთი ებრაელი ორთოდოქსულად ასრულებს რელიგიურ კანონებს, მაგრამ თორასთან ერთად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს განათლებას და არარელიგიოზი ებრაელების მსგავსად მსახურობს ისრაელის არმიაში. სიონისტ რელიგიოზთა უმეტესი ნაწილი მემარჯვენე პოლიტიკურ შეხედულებებს იზიარებს და [[1967]] წელს შემოერთებულ ტერიტორიებზე დასახლებულ ებრაელთა უმრავლესობას წარმოადგენს. რადგან სწორედ ასეთი ებრაელია ტიპიური სიონისტი რელიგიოზი, ისრაელში ის უფრო ცნობილია ტერმინით ''დათი-ლეუმი'' (ნაციონალისტი რელიგიოზი). მიუხედავად იმისა, რომ ''დათი-ლეუმი'' ებრაელები ისრაელის დემოკრატიას ეგუებიან, მათი რწმენით ისრაელის სახელმწიფო მესიანური ეპოქის მომასწავებელი მოვლენაა, რომელსაც ოდესმე მესია, ისრაელის სამეფოს აღდგენა და თორის კანონების დამყარება მოჰყვება. ისრაელში, ასეთი ებრაელები '''რელიგიოზ''' ებრაელთა დაახლოებით 1/3-ს შეადგენენ.
 
''ხარედი'' ებრაელები ისინი არიან, ვისაც დიასპორაში უწოდებდნენ ორთოდოქს ებრაელებს. ეთნიკური და იდეოლოგიური კატეგორიებით, ხარედები ოთხ ჯგუფად იყოფიან: 1) ''მითნაგედი'', ანუ (ხასიდიზმის) "''მოწინააღმდეგე''" აშქენაზი ხარედები, რომლებსაც "ლიტველებსაც" უწოდებენ, რადგან ხასიდიზმის წარმოშობისას, [[ევროპა|ევროპელ]] ებრაელთა რელიგიური კონსერვატიზმის ცენტრი, სწორედ [[ლიტვა]]ში მდებარეობდა. 2) ''ხასიდი'' ხარედები, აშქენაზური წარმოშობისა. 3) ''სეფარადი'' ("აღმოსავლელი") ხარედები. 4) ''ხარედი-ლეუმი'' (ნაციონალისტი ხარედი) ებრაელები, რომლებიც ორთოდოქსულობას ნაციონალისტურ იდეოლოგიასთან ახამებენ, მაგრამ დათი-ლეუმებისაგან განსხვავებით, (და სხვა ხარედებივით) არარელიგიურ განათლებაზე და არმიაში სამსახურზე უარს აცხადებენ. უკანასკნელი, მცირერიცხოვანი ჯგუფის გამონაკლისით, ხარედების უმრავლესობა (განსაკუთრებით აშქენაზური წარმოშობისა) ოფიციალურად უარყოფს სიონიზმს, როგორც ღვთისადმი ურჩობას; მათი აზრით, რადგან ებრაელებს მხოლოდ ღმერთისაგან მოვლენილი მესია იხსნის, თვითგამოხსნის ყოველი პოლიტიკური ცდა ურწმუნობის ნიშანია. რაც შეეხება სეფარად ხარედებს, მათი უმრავლესობა თუმცა უარყოფს სიონისტურ იდეოლოგიას, მაგრამ ისრაელის სახელმწიფოსადმი მეტად დადებითი მიდგომით გამოირჩევა; ამის მაჩვენებელი ისიცაა, რომ ხარედთა შორის, სეფარადები ყველაზე მეტად აქტიურობენ პოლიტიკურ სფეროში, განსაკუთრებით მე-20 საუკუნის 90-ანი წლებიდან.
 
== თაშნეშე ქოძირით ==