ვიკიპედია:შენი: გინორთი გინოჯინეფს შქას

დინორექ დილასჷ დინორექ ქეგიაძონუ
ვა რე რედაქტირაფაშ რეზიუმე
ვა რე რედაქტირაფაშ რეზიუმე
ღოზი 14:
როგორც ჩვენთვის ცნობილია, მეგრული ვიკიპედიის შექმნის იდეა დაებადა [[:ka:Main_Page|ქართული ვიკიპედიის]] რედაქტორთა ჯგუფის ერთ-ერთ წევრს და ამ სამიოდე წლის წინ მან დაიწყო კიდეც ამ პროექტის განხორციელება. ამ წამოწყებას ქართული ვიკიპედიის რედაქტორების საკმაოდ დიდმა ნაწილმაც იმ ხანად მხარი დაუჭირა. რადგანაც, თვითონ მეგრულს არ ფლობდა, სხვადასხვა სოციალურ ქსელებში მეგრულის მცოდნე პიროვნებებს უკავშირდებოდა და თხოვდა დახმარებას. ასე აღმოჩნდა ზოგიერთი ჩვენგანი მეგრული ვიკიპედიის პროექტში ჩართული. იმ დროისათვის ითარგმნებოდა სპეციფიური ტერმინოლოგია და იწერებოდა ვიკიპედიის ფორმატის სტატიები მეგრულად, რადგან ეს აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენდა პროექტის დამტკიცებისათვის. ტერმინების ერთი ნაწილი ითარგმნა, და რამდენიმე ათეული სტატიაც დაიწერა, თუმცა პროექტზე მუშაობა მალევე შეჩერდა, რადგან ენთუზიასტების ჯგუფი გაიფანტა, ხოლო თვითონ იდეის ავტორმა საერთოდ დატოვა პროექტი. მოგვიანებით, ვიკიპედიის დამტკიცებისას მან განაცხადა, რომ ის არ ეთანხმება მეგრულ ენაზე ამ პროექტის არსებობას და მისი მონაწილეობა ამ საქმეში შეცდომა იყო. მისივე განცხადებით, იძულებული გახდა უარი ეთქვა პროექტში მონაწილეობაზე საზოგადოებრივი აზრის გავლენის გამო, რომლის მიხედვითაც ამგვარ პროექტებს არასახარბიელო იარლიყს აწებებენ.
 
ჯგუფის დაშლიდან ერთი წლის თავზე მოხერხდა სოციალურ ქსელ [[Facebook]]-ის მეშვეობით რამდენიმე ენთუზიასტის მობილიზება და პროექტზე ისევ დაიწყო მუშაობა. აღსანიშნავია, რომ არცერთი ჩვენგანი ლინგვისტი არაა და ამის გამო ძალიან გაგვიჭირდა პროექტზე მუშაობა, თუმცა ვთვლით, რომ პროექტი მაინც წარმატებით განხორციელდა. მთელირამდენიმე წლის განმავლობაშითვის დაუღალავმა შრომამ შედეგი გამოიღო და 2011 წლის ივნისში ვიკიპედიის ადმინისტრაციამ მრავალენოვანი ვიკიპედიების ნუსხაში მეგრული ვერსიაც ჩასვა.
 
ნება გვიბოძეთ, ამ წერილის მეშვეობით საზოგადოებას განვუმარტოთ პროექტის განხორციელების მნიშვნელობა და საჭიროებანი. გულახდილები ვიქნებით და ვიტყვით, რომ არცერთ ჩვენგანს არ გვქონია მოლოდინი მეგრული ვიკიპედია ქცეულიყო ისეთ საინფორმაციო წყაროდ, როგორიც თუნდაც ქართული ვიკიპედიაა. ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ საზოგადოების მეგრულენოვანი ნაწილი მისთვის საინტერესო მასალებს მეგრული ვიკიპედიის ელექტრონულ ფურცლებზე მოძებნის და ამას თავისი ახსნა აქვს: მეგრული არ გახლავთ სტანდარტიზებული და ნორმალიზებული ენა, დღევანდელი სასაუბრო მეგრული უხვადაა გაჯერებული ბარბარიზმებით, შესაბამისად ასეთი მეგრულის მცოდნეს გაუჭირდება დახვეწილი მეგრულით შედგენილი სტატიის კითხვა, სწორედ ენის სათანადოდ არცოდნის გამო. ზუსტად ეს უკანასკნელი ფაქტორი გახდა მეგრული ვიკიპედიის, როგორც ერთ-ერთი პოპულარული პროექტის შექმნის მიზანი.