ვიკიპედია:შენი: გინორთი გინოჯინეფს შქას

დინორექ დილასჷ დინორექ ქეგიაძონუ
ვა რე რედაქტირაფაშ რეზიუმე
ვა რე რედაქტირაფაშ რეზიუმე
ღოზი 6:
[[ვიკიპედია]] (ინგლ. [[:en:Wikipedia|Wikipedia]]) — მრავალენოვანი, თავისუფალი, ღია ვიკი-ენციკლოპედიაა. ვიკიპედია შეიქმნა 2001 წლის 15 იანვარს, როგორც ინგლისურენოვანი პროექტი ონლაინ-ენციკლოპედიისა. ეს არის პროექტი, რომელშიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეიტანოს ცვლილებები და დამატებები. პროექტის ორგანიზატორია ამერიკული ფონდი ვიკიმედია.
 
პროექტის მიზანია შეიქმნას სრული, მიუკერძოებელი, საავტორო უფლებებისაგან თავისუფალი [[ენციკლოპედია]] მსოფლიოს ყველა ენაზე. ვიკიპედიამ მოიპოვა პოპულარობა ინტერნეტის მომხმარებლებს შორის და შემდეგ, გაჩნდა მისი ვარიანტები სხვა ენებზე, მათ შორის [[მარგალური ნინა|მეგრულ ენაზეც]]. მეგრულ ენაზე ამ დროისთვის 19002300-ზე მეტიმდე სტატიაა შექმნილი. მეგრულ ვიკიპედიას ჰყავს ერთი არჩეული ადმინისტრატორი და რამდენიმე დარეგისტრირებული მომხმარებელი, რომლებიც თითქმის ყოველდღიურად ამატებენ ახალ-ახალ სტატიებს და ეწევიან უკვე დაწერილი სტატიების რედაქტირებებს. სტატიები იწერება ნებისმიერ თემაზე, მათ შორის - რელიგია, მეცნიერება, გეოგრაფია, ისტორია, იწერება ასევე ზოგადად საქართველოს შესახებ.
 
გამომდინარე იქიდან, რომ მეგრულ ვიკიპედიას, სხვადასხვა ადამიანები სკეპტიკურად უყურებენ და მასზე მომუშავე უბრალო ადამიანებს, უსამართლოდ, ხან აგენტებად ნათლავენ ხან არაპატრიოტებად, აქტიურობაც სხვა ენების ვიკიპედიებთან შედარებით ნაკლებია და შესაბამისადაც სტატიებიც ცოტაა. სასურველი იქნება თუ ადამიანები მოიშორებენ ასეთ მიდგომას თანამოძმეების მიმართ და ამ პროექტს შეხედავენ, როგორც მხოლოდ, მეგრული ენის არ დაკარგვისთვის, მისი შენარჩუნება-განვითარებისთვის, ასე თუ ისე წინ გადადგმულ ნაბიჯს. რაც უფრო მეტი მეგრული ენის მცოდნე მიიღებს მასში მონაწილეობას, რაც უფრო მეტი სტატიები დაიწერება და გაკეთდება რედაქტირებები, (რაც არც თუ ისე რთულია ენის ცოდნის შემთხვევაში ნებისმიერი ადამიანისათვის), მით უფრო დაიხვეწება და გამოსწორდება ის შეცდომები თუ ხარვეზები, გრამატიკულად გაუმართავი წინადადებები, რომლებიც დღეს მეგრულ ვიკიპედიაში შეიძლება არსებობდეს, რადგან ადამიანები, რომლებიც ამ პროექტზე მუშაობენ, არიან მოყვარულები და მათ არ გააჩნიათ ღრმა ლინგვისტური განათლება. ისინი მეტწილად ეყრდნობიან ზოგადლინგვისტურ ბაზისს და ენის, როგორც მათი მშობლიური ენის ცოდნას.