ვიკიპედია:შენი: გინორთი გინოჯინეფს შქას

დინორექ დილასჷ დინორექ ქეგიაძონუ
ვა რე რედაქტირაფაშ რეზიუმე
ვა რე რედაქტირაფაშ რეზიუმე
ღოზი 10:
გამომდინარე იქიდან, რომ მეგრულ ვიკიპედიას, სხვადასხვა ადამიანები სკეპტიკურად უყურებენ და მასზე მომუშავე უბრალო ადამიანებს, უსამართლოდ, ხან აგენტებად ნათლავენ ხან არაპატრიოტებად, აქტიურობაც სხვა ენების ვიკიპედიებთან შედარებით ნაკლებია და შესაბამისადაც სტატიებიც ცოტაა. სასურველი იქნება თუ ადამიანები მოიშორებენ ასეთ მიდგომას თანამოძმეების მიმართ და ამ პროექტს შეხედავენ, როგორც მხოლოდ, მეგრული ენის არ დაკარგვისთვის, მისი შენარჩუნება-განვითარებისთვის, ასე თუ ისე წინ გადადგმულ ნაბიჯს. რაც უფრო მეტი მეგრული ენის მცოდნე მიიღებს მასში მონაწილეობას, რაც უფრო მეტი სტატიები დაიწერება და გაკეთდება რედაქტირებები, (რაც არც თუ ისე რთულია ენის ცოდნის შემთხვევაში ნებისმიერი ადამიანისათვის), მით უფრო დაიხვეწება და გამოსწორდება ის შეცდომები თუ ხარვეზები, გრამატიკულად გაუმართავი წინადადებები, რომლებიც დღეს მეგრულ ვიკიპედიაში შეიძლება არსებობდეს, რადგან ადამიანები, რომლებიც ამ პროექტზე მუშაობენ, არიან მოყვარულები და მათ არ გააჩნიათ ღრმა ლინგვისტური განათლება. ისინი მეტწილად ეყრდნობიან ზოგადლინგვისტურ ბაზისს და ენის, როგორც მათი მშობლიური ენის ცოდნას.
 
დღეისათვის ყველაზე დიდია ინგლისურენოვანი განყოფილება, რომელიც შეიცავს 4 135 8964193931-მდე სტატიას. მას მოჰყვებიან: [[გერმანული ნინა|გერმანული]] და [[ფრანგული ნინა|ფრანგული]] ვიკიპედიები მილიონზე მეტი სტატიით, [[პოლონური ნინა|პოლონური]], [[იტალიური ნინა|იტალიური]], [[იაპონური ნინა|იაპონური]], [[ესპანური ნინა|ესპანური]], [[ჰოლანდიური ნინა|ჰოლანდიური]], [[პორტუგალიური ნინა|პორტუგალიური]] და [[რუსული ნინა|რუსული]] ვიკიპედიები ნახევარ მილიონზე მეტი სტატიით. მსოფლიოში ვიკიპედია ამ დროისათვის, სულ 285 ენაზე მუშავდება.
 
როგორც ჩვენთვის ცნობილია, მეგრული ვიკიპედიის შექმნის იდეა დაებადა [[:ka:Main_Page|ქართული ვიკიპედიის]] რედაქტორთა ჯგუფის ერთ-ერთ წევრს და ამ სამიოდეოთხიოდე წლის წინ მან დაიწყო კიდეც ამ პროექტის განხორციელება. ამ წამოწყებას ქართული ვიკიპედიის რედაქტორების საკმაოდ დიდმა ნაწილმაც იმ ხანად მხარი დაუჭირა. რადგანაც, თვითონ მეგრულს არ ფლობდა, სხვადასხვა სოციალურ ქსელებში მეგრულის მცოდნე პიროვნებებს უკავშირდებოდა და თხოვდა დახმარებას. ასე აღმოჩნდა ზოგიერთი ჩვენგანი მეგრული ვიკიპედიის პროექტში ჩართული. იმ დროისათვის ითარგმნებოდა სპეციფიური ტერმინოლოგია და იწერებოდა ვიკიპედიის ფორმატის სტატიები მეგრულად, რადგან ეს აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენდა პროექტის დამტკიცებისათვის. ტერმინების ერთი ნაწილი ითარგმნა, და რამდენიმე ათეული სტატიაც დაიწერა, თუმცა პროექტზე მუშაობა მალევე შეჩერდა, რადგან ენთუზიასტების ჯგუფი გაიფანტა, ხოლო თვითონ იდეის ავტორმა საერთოდ დატოვა პროექტი. მოგვიანებით, ვიკიპედიის დამტკიცებისას მან განაცხადა, რომ ის არ ეთანხმება მეგრულ ენაზე ამ პროექტის არსებობას და მისი მონაწილეობა ამ საქმეში შეცდომა იყო. მისივე განცხადებით, იძულებული გახდა უარი ეთქვა პროექტში მონაწილეობაზე საზოგადოებრივი აზრის გავლენის გამო, რომლის მიხედვითაც ამგვარ პროექტებს არასახარბიელო იარლიყს აწებებენ.
 
ჯგუფის დაშლიდან ერთი წლის თავზე მოხერხდა სოციალურ ქსელ [[Facebook]]-ის მეშვეობით რამდენიმე ენთუზიასტის მობილიზება და პროექტზე ისევ დაიწყო მუშაობა. აღსანიშნავია, რომ არცერთი ჩვენგანი ლინგვისტი არაა და ამის გამო ძალიან გაგვიჭირდა პროექტზე მუშაობა, თუმცა ვთვლით, რომ პროექტი მაინც წარმატებით განხორციელდა. რამდენიმე თვის დაუღალავმა შრომამ შედეგი გამოიღო და 2011 წლის ივნისში ვიკიპედიის ადმინისტრაციამ მრავალენოვანი ვიკიპედიების ნუსხაში მეგრული ვერსიაც ჩასვა.