ვიკიპედია სხუნუა:შენი
რამდენიმე შეინშვნა, რაც როგორც ოდნავ უფრო მეტად გამოცდილი ვიკიპედიელის თვალს საკმაოდ „არავიკიპედიურად“ მოხვდა - რჩევა იქნება, თავი შეიკავოთ ისეთი განცხადებისგან, რომელსაც პოლიტიკური ელფერი დაჰკრავს, ამას ვგულისხმობ: „ასევე, ვაცხადებთ, რომ დროა სახელმწიფომ ოფიციალურად აღიაროს ქართველური ენები ფასდაუდებელ კულტურულ მემკვიდრეობად და განახორციელოს სხვადასხვა პროექტები მათი პოპულარიზაციის მიზნით.“ ასეთი მიმართვები ვიკიპედიის, როგორც ენციკლოპედიის პრინციპებს ეწინააღმდეგება. „სარედაქციო ჯგუფსაც“ ალბათ აჯობებს „მომხმარებელთა“ უწოდოთ, რადგან რედაქცია უფრო დახურულ საზოგადოებასთან ასოცირდება. საუკეთესო სურვილებით --მიხეილ (მიწერა) 02:39, 10 ღურთუთა 2012 (GET)
- მიხეილ, ეს არ არის ენციკლოპედიური სტატია ნეიტრალობაზე რომ ჰქონდეს პრეტენზია. ვიკიმედიამაც გაავრცელა ამასწინ SOPA-ს მიღებასთან დაკავშირებით განცხადება, რომელიც აშკარად პოლიტიკურია. სამწუხაროდ, ამ გვერდზე დაყენებული საკითხებიც ისეთია, პოლიტიკას გვერდს რომ ვერ აუვლის :)
- მომხმარებელთა ჯგუფს რედაქცია ვარჩიე, რადგან მომხმარებელი არის user, ხოლო user არაა აუცილებელი იყოს editor-ი. ინგლისური editor ქართულში გადადის როგორც რედაქტორი, ედიტორების, ანუ რედაქტორების ერთობლიობა კი არის რედაქცია. მაგრამ ვნახოთ, საინტერესოა სხვებს რა მოსაზრება აქვთ ამ საკითხებზე :) კილავაგორა 00:42, 11 ღურთუთა 2012 (GET)
შეცვალეთ, ისე როგორც აჯობებს, მე პირადად ამის წინააღმდეგი არ ვარ. კიდევ, ადმინს ვთხოვ ჩასწორების შემდეგ, თუ ეს მოხდა, დაიხუროს სტატია რედაქტირებისთვის სხვა მომხმარებლებისათვის. კი წერია რომ ჩვეულებრივ მომხმარებლებს არ აქვთ უფლება ცვლილებების შეტანის, მაგრამ შევამოწმე და თავისუფლად შევცვალე, ნუ, კი დავაბრუნე თავის ადგილზე შემდეგ, რა თქმა უნდა, მაგრამ აჯობებს მარტო ადმინს ქონდეს ამის უფლება --მარგალონა 16:13, 11 ღურთუთა 2012 (GET)
- ახლა თქვენი გადასაწყვეტია დატოვებთ თუ არა, მე უბრალოდ გირჩიეთ. რაც შეეხება დაბლოკვას, ასეთი განცხადებები აუცილებლად სრულად უნდა იყოს დაცული, ანუ დაიბლოკოს მხოლოდ ადმინზე. ახლა ნახევრადაა დაცული, რედაქტირების უფლება არ აქვთ IP-ებს და ავტომატურად დაუდასტურებელ მომხმარებლებს, ანუ ვისი დარეგისტრირებიდანაც ჯერ 3 დღე არ გასულა. --მიხეილ (მიწერა) 17:56, 11 ღურთუთა 2012 (GET)
რატომ?
რედაქტირაფაუბრალოდ ვერ ვხვდები ამ ვიკიპედიის არსებობის მიზანს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქართულენოვანი ვიკიპედია მაინც მწირია და ნამდვილად არ აწყენს თუნდაც რამდენიმე ადამიანის დამატებითი დროის და ენერგიის მოხმარება. მეგრული ენა არ დაიკარგება მანამ, სანამ თუნდაც რამდენიმე ლექსიკონი და გამოცემა არსებობს ამ ენაზე. მეგრული ვიკიპედიის არსებობა კი ნამდვილად გადამეტებულია. კიდევ ერთხელ - განსაკუთრებით ზემოთ მოყვანილი გარემოების დროს.
- პირველ რიგში, თუ მშვენივრად არის ჩამოყალიბებული მეგრული ვიკიპედიის მიზნები და თუ ვინმე ვერ ხვდება, ეგ არ ნიშნავს, რომ მისი არსებობა გადამეტებულია. :) ქართულ ვიკის რაც შეეხება, მეც გული შემტკივა ქართულ ვიკიზე და უამრავი სტატია მაქვს დაწერილი იქ. ყველას აქვს ქართულ ვიკიში მუშაობის უფლება და ვისაც გული შესტკივა მასზე, შეუძლია დაგვიდგეს მხარში, სულ რამდენიმე ათეული ადამიანი ვმუშაობთ ქართულ ვიკიში. მეგრული ენის დაკარგვას რაც შეეხება, საკმარისად არის ამის ფაქტები, საკმაოდ დიდი ხანია, ამ საკითხით ვარ დაინტერესებული და ვიცი, რა მდგომარეობაცაა. ამ ფაქტზე მეტყველებს იუნესკოს დასკვნაც, სხვა თუ არაფერი. :) ლექსიკონებს რაც შეეხება, მხოლოდ ლექსიკონები ენას ვერ გადაარჩენენ, თუ იმ ლექსიკონში გამოყენებული სიტყვები არ გამოიყენე, რამდენი არ უნდა ასებობდეს :) --ოდაბადე (სხუნუა) 11:22, 1 ფურთუთა 2013 (GET)