მომხმარებლის განხილვა:Odabade90: შხვანერობა გჷნოჯინეფს შქას

:::The [[:incubator:Wp/sva|Svan Incubator]] is empty. --[[მომხმარებელი:Budelberger|Budelberger]] ([[მომხმარებლის განხილვა:Budelberger|სხუნუა]]) 16:14, 28 მესი 2015 (GET).
::::მეგრული ვიკიპედიის შექმნის იდეა დაებადა ქართული ვიკიპედიის რედაქტორთა ჯგუფის ერთ-ერთ წევრს, 2008 წლის დასაწყისში მან დაიწყო კიდეც ამ პროექტის განხორციელება. ამ წამოწყებას ქართული ვიკიპედიის რედაქტორების საკმაოდ დიდმა ნაწილმაც მხარი დაუჭირა. რადგანაც, თვითონ მეგრულს არ ფლობდა, სხვადასხვა სოციალურ ქსელებში მეგრულის მცოდნე პიროვნებებს უკავშირდებოდა და თხოვდა დახმარებას. იმ დროისათვის ითარგმნებოდა სპეციფიური ტერმინოლოგია და იწერებოდა ვიკიპედიის ფორმატის სტატიები მეგრულად, რადგან ეს აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენდა პროექტის დამტკიცებისათვის. ტერმინების ერთი ნაწილი ითარგმნა, და რამდენიმე ათეული სტატიაც დაიწერა, თუმცა პროექტზე მუშაობა მალევე შეჩერდა, რადგან ენთუზიასტების ჯგუფი გაიფანტა, ხოლო თვითონ იდეის ავტორმა საერთოდ დატოვა პროექტი. მოგვიანებით, ვიკიპედიის დამტკიცებისას მან განაცხადა, რომ ის არ ეთანხმება მეგრულ ენაზე ამ პროექტის არსებობას და მისი მონაწილეობა ამ საქმეში შეცდომა იყო. მისივე განცხადებით, იძულებული გახდა უარი ეთქვა პროექტში მონაწილეობაზე საზოგადოებრივი აზრის გავლენის გამო, რომლის მიხედვითაც ამგვარ პროექტებს არასახარბიელო იარლიყს აწებებენ. რამდენიმე წლის შემდეგ ფეისბუკზე მოხერხდა მოხალისეთა ჯგუფის მობილიზება და 2011 წლის დასაწყისში კვლავ განახლდა მუშაობა პროექტზე. იმ პერიოდშე ჩავერთე მეც ამ საქმეში. იმავე წლის ზაფხულში პროექტი დამტკიცდა, რადგანაც, აუცილებელი ტერმინები ნათარგმნი იყო და სხვა მხრივაც აკმაყოფილებდა საჭირო სტანდარტებს, რაც დამტკიცებისთვისაა საჭირო. მოკლედ, ტექნიკური საკითხები გვიჭირდა თავიდან, თორემ სხვა მხრივ რაიმე ისეთი პრობლემა არ შეგვქმნია. მთავარია, რამდენიმე ადამიანი მაინც იყოს, ვინც ითავებს ამ საქმეს და გადაულახავი პრობლემები არ არსებობს პროცედურული თუ ტექნიკური თვალსაზრისით. თან, ფინანსებთან არაა დაკავშირებული ეს საქმე.--[[მომხმარებელი:Odabade90|<font color="##00A0000">ოდაბადე</font>]] <small>([[მომხმარებლის განხილვა:Odabade90|სხუნუა]])</small> 11:06, 29 მესი 2015 (GET)
:::::იქნებ იცნობდეთ ადამიანებს ვინც სვანურს თავისუფლად ფლობდეს? აუცილებელია ჩემის აზრით რომ სვანურიც გვქონდეს. მაგრამ მე მაინტერესებს როგორც ვიცი სვანურში ბევრ სიტყვას დიაკრიტიკული ნიშნები, ასოებზე წერტილები ა.შ. აქვს და ამის ასახვა რამდენად ხდება ინტერნეტში? მე როგორც ვიცი ეს ასოები + წერტილბით ზომოდან უნიკოდს არ აქვს და მგონი ასახვის პრობლემა იქნება. მაგრამ მაინც იქნებ სვანების ჩართვა მოვახერხოთ ამ პროექტში? იქნებ შეძლოთ და დაუკავშირდეთ ვინმეს ვისაც ეს საქმე ესმის და სვანური ვიკიც შეგვექმნა? [[მომხმარებელი:Jaqeli|ჯაყელი]] 11:40, 29 მესი 2015 (GET)
159

რედაქტირება