ვიკიპედია:შენი: გინორთი გინოჯინეფს შქას

დინორექ დილასჷ დინორექ ქეგიაძონუ
ვა რე რედაქტირაფაშ რეზიუმე
ვა რე რედაქტირაფაშ რეზიუმე
ღოზი 18:
ნება გვიბოძეთ, ამ წერილის მეშვეობით საზოგადოებას განვუმარტოთ პროექტის განხორციელების მნიშვნელობა და საჭიროებანი. გულახდილები ვიქნებით და ვიტყვით, რომ არცერთ ჩვენგანს არ გვქონია მოლოდინი მეგრული ვიკიპედია ქცეულიყო ისეთ საინფორმაციო წყაროდ, როგორიც თუნდაც ქართული ვიკიპედიაა. ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ საზოგადოების მეგრულენოვანი ნაწილი მისთვის საინტერესო მასალებს მეგრული ვიკიპედიის ელექტრონულ ფურცლებზე მოძებნის და ამას თავისი ახსნა აქვს: მეგრული არ გახლავთ სტანდარტიზებული და ნორმალიზებული ენა, დღევანდელი სასაუბრო მეგრული უხვადაა გაჯერებული ბარბარიზმებით, შესაბამისად ასეთი მეგრულის მცოდნეს გაუჭირდება დახვეწილი მეგრულით შედგენილი სტატიის კითხვა, სწორედ ენის სათანადოდ არცოდნის გამო. ზუსტად ეს უკანასკნელი ფაქტორი გახდა მეგრული ვიკიპედიის, როგორც ერთ-ერთი პოპულარული პროექტის შექმნის მიზანი.
 
ჩვენ, მეგრულიმეგრულ ვიკიპედიაზე მომუშავე ჯგუფის წევრები ვთვლით, [[ქორთული ნინა|ქართულ ენასთან]] ერთად, მეგრული ენა, ისევე როგორც [[შონური ნინა|სვანური]] და [[ლაზური ნინა|ლაზური]], საქართველოს სახელმწიფოს და ქართველი ერის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია, ქართველური ცივილიზაციის მასულდგმულებელი წყარო და ვწუხვართ, რომ ენა, რომელიც ცოცხალ ორგანიზმს წარმოადგენს, კვდება მასზე არასათანადო ზრუნვის გამო. გლობალიზაციას მრავალ სიკეთესთან ერთად უამრავი ბოროტებაც მოაქვს და ერთ-ერთი ასეთი ბოროტება მცირე, უმწერლობო ენებს უქადის განადგურებას. [[UNESCO]] და ლინგვისტური საზოგადოებები მთელი მსოფლიოს მასშტაბით აცხადებენ, რომ 21-ე საუკუნის დასასრულისთვის დედამიწაზე არსებულ ენათა 70% გაქრება. ენის გაქრობას კი ხელს უწყობს მასზე მოლაპარაკეთა რაოდენობის კლება, რაც მეგრულის შემთხვევაში თვალში საცემია: აბაშის რაიონში და ქ. [[ფუთი|ფოთში]] მეგრული ენის მდგომარეობა სავალალოა, იქ მოსახლეობის დიდი ნაწილი აღარ საუბრობს მეგრულად, როცა 50 წლის წინ აბსოლუტურად სხვა სურათი გვქონდა. იგივე ტენდენციაა სხვა რაიონებშიც, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში, რომელთა შორის მეგრულად საუბარი რატომღაც ცუდ ტონად ითვლება.
 
ამ პროცესებს კი მკაფიოდ ტენდენციური სახე აქვს და თუკი ასე გაგრძელდა მომავალი 50 წლის განმავლობაში სამეგრელოს რეგიონში სავარაუდოდ მივიღებთ მოსახლეობის 30-40% და შესაძლოა უფრო მეტსაც, რომელთაც არ ეცოდინებათ მეგრული ენა. აღნიშნული კი ნამდვილად განგაშის საფუძველია ჩვენთვის და ამიტომაც ვცდილობთ საკუთარი ძალებით, მცირედი წვლილი შევიტანოთ პრობლემის მოგვარებაში. სამწუხაროდ არიან ადამიანები, ვისაც ქრონიკული შიში აქვს ამგვარი პროექტების და ყველაფერში სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს ხედავენ. ჩვენი ჯგუფი, ამგვარი პიროვნებების თავდასხმის ობიექტი ხშირად გამხდარა, თუმცა ეს მოულოდნელი არ ყოფილა და არც შემდგომში გამოვრიცხავთ მსგავსი ქმედებების გახშირებას.