ვიკიპედია:შენი: გინორთი გინოჯინეფს შქას

დინორექ დილასჷ დინორექ ქეგიაძონუ
Kilavagora (სხუნუა | ნახანდი)
ჭ.რ. დოთირეთ თხილუაშ დონე \"ვიკიპედია:შენი\-შო: მნიშვნელოვანი გვერდი ([edit=sysop] (განუსაზღვრელი) [move=sysop] (განუ�
ვა რე რედაქტირაფაშ რეზიუმე
ღოზი 6:
[[ვიკიპედია]] (ინგლ. [[:en:Wikipedia|Wikipedia]]) — მრავალენოვანი, თავისუფალი, ღია ვიკი-ენციკლოპედიაა. ვიკიპედია შეიქმნა 2001 წლის 15 იანვარს, როგორც ინგლისურენოვანი პროექტი ონლაინ-ენციკლოპედიისა. ეს არის პროექტი, რომელშიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეიტანოს ცვლილებები და დამატებები. პროექტის ორგანიზატორია ამერიკული ფონდი ვიკიმედია.
 
პროექტის მიზანია შეიქმნას სრული, მიუკერძოებელი, საავტორო უფლებებისაგან თავისუფალი [[ენციკლოპედია]] მსოფლიოს ყველა ენაზე. ვიკიპედიამ მოიპოვა პოპულარობა ინტერნეტის მომხმარებლებს შორის და შემდეგ, გაჩნდა მისი ვარიანტები სხვა ენებზე, მათ შორის [[მარგალური ნინა|მეგრულ ენაზეც]]. მეგრულ ენაზე ამ დროისთვის 18001900-ზე მდემეტი სტატიაა შექმნილი. მეგრულ ვიკიპედიას ყავსჰყავს ერთი არჩეული ადმინისტრატორი და რამდენიმე დარეგისტრირებული მომხმარებელი, რომლებიც თითქმის ყოველდღიურად ამატებენ ახალ-ახალ სტატიებს და ეწევიან უკვე დაწერილი სტატიების რედაქტირებებს. სტატიები იწერება ნებისმიერ თემაზე, მათ შორის - რელიგია, მეცნიერება, გეოგრაფია, ისტორია., იწერება ასევე სამეგრელოს და ზოგადად საქართველოს შესახებ.
 
გამომდინარე იქიდან, რომ მეგრულ ვიკიპედიას, სხვადასხვა ადამიანები სკეპტიკურად უყურებენ და მასზე მომუშავე უბრალო ადამიანებს, უსამართლოდ, ხან აგენტებად ნათლავენ ხან არაპატრიოტებად, აქტიურობაც სხვა ენების ვიკიპედიებთან შედარებით ნაკლებია და შესაბამისადაც სტატიებიც ცოტაა. სასურველი იქნება თუ ადამიანები მოიშორებენ ასეთ მიდგომას თანამოძმეების მიმართ და ამ პროექტს შეხედავენ, როგორც მხოლოდ, მეგრული ენის არ დაკარგვისთვის, მისი შენარჩუნება-განვითარებისთვის, ასე თუ ისე წინ გადადგმულ ნაბიჯს. რაც უფრო მეტი მეგრული ენის მცოდნე მიიღებს მასში მონაწილეობას, რაც უფრო მეტი სტატიები დაიწერება და გაკეთდება რედაქტირებები, (რაც არც თუ ისე რთულია ენის ცოდნის შემთხვევაში ნებისმიერი ადამიანისათვის), მით უფრო დაიხვეწება და გამოსწორდება ის შეცდომები თუ ხარვეზები, გრამატიკულად გაუმართავი წინადადებები, რომლებიც დღეს მეგრულ ვიკიპედიაში შეიძლება არსებობდეს, რადგან ადამიანები, რომლებიც ამ პროექტზე მუშაობენ, არიან მოყვარულები და მათ არ გააჩნიათ ღრმა ლინგვისტური განათლება. ისინი მეტწილად ეყრდნობიან ზოგადლინგვისტურ ბაზისს და ენის, როგორც მათი მშობლიური ენას ცოდნას.
 
დღეისათვის ყველაზე დიდია ინგლისურენოვანი განყოფილება, რომელიც შეიცავს სამ3 მილიონამდე900 000-მდე სტატიას. მას მოჰყვებიან: [[გერმანული ნინა|გერმანული]] და [[ფრანგული ნინა|ფრანგული]] ვიკიპედიები მილიონზე მეტი სტატიით, [[პოლონური ნინა|პოლონური]], [[იტალიური ნინა|იტალიური]], [[იაპონური ნინა|იაპონური]], [[ესპანური ნინა|ესპანური]], [[ჰოლანდიური ნინა|ჰოლანდიური]], [[პორტუგალიური ნინა|პორტუგალიური]] და [[რუსული ნინა|რუსული]] ვიკიპედიები ნახევარ მილიონზე მეტი სტატიით. მსოფლიოში ვიკიპედია ამ დროისათვის, სულ 282284 ენაზე მუშავდება.
 
როგორც ჩვენთვის ცნობილია, მეგრული ვიკიპედიის შექმნის იდეა დაებადა [[:ka:Main_Page|ქართული ვიკიპედიის]] რედაქტორთა ჯგუფის ერთ-ერთ წევრს და ამ სამიოდე წლის წინ მან დაიწყო კიდეც ამ პროექტის განხორციელება. ამ წამოწყებას ქართული ვიკიპედიის რედაქტორების საკმაოდ დიდმა ნაწილმაც იმ ხანად მხარი დაუჭირა. რადგანაც, თვითონ მეგრულს არ ფლობდა, სხვადასხვა სოციალურ ქსელებში მეგრულის მცოდნე პიროვნებებს უკავშირდებოდა და თხოვდა დახმარებას. ასე აღმოჩნდა ზოგიერთი ჩვენგანი მეგრული ვიკიპედიის პროექტში ჩართული. იმ დროისათვის ითარგმნებოდა სპეციფიური ტერმინოლოგია და იწერებოდა ვიკიპედიის ფორმატის სტატიები მეგრულად, რადგან ეს აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენდა პროექტის დამტკიცებისათვის. ტერმინების ერთი ნაწილი ითარგმნა, და რამდენიმე ათეული სტატიაც დაიწერა, თუმცა პროექტზე მუშაობა მალევე შეჩერდა, რადგან ენთუზიასტების ჯგუფი გაიფანტა, ხოლო თვითონ იდეის ავტორმა საერთოდ დატოვა პროექტი. მოგვიანებით, ვიკიპედიის დამტკიცებისას მან განაცხადა, რომ ის არ ეთანხმება მეგრულ ენაზე ამ პროექტის არსებობას და მისი მონაწილეობა ამ საქმეში შეცდომა იყო. სამწუხაროდ,მისივე მან ვერ შეძლო საკუთარი პოზიციის ჯეროვნად განმარტებაგანცხადებით, თუმცა ჩვენი ღრმა რწმენით ის იძულებული გახდა უარი ეთქვა პროექტში მონაწილეობაზე საზოგადოებრივი აზრის გავლენის გამო, რომლის მიხედვითაც ამგვარ პროექტებს არასახარბიელო იარლიყს აწებებენ.
 
ჯგუფის დაშლიდან ერთი წლის თავზე მოხერხდა სოციალურ ქსელ [[Facebook]]-ის მეშვეობით რამდენიმე ენთუზიასტის მობილიზება და პროექტზე ისევ დაიწყო მუშაობა. აღსანიშნავია, რომ არცერთი ჩვენგანი ლინგვისტი არაა და ამის გამო ძალიან გაგვიჭირდა პროექტზე მუშაობა, თუმცა ვთვლით, რომ პროექტი მაინც წარმატებით განხორციელდა. მთელი წლის განმავლობაში დაუღალავმა შრომამ შედეგი გამოიღო და 2011 წლის ივნისში ვიკიპედიის ადმინისტრაციამ მრავალენოვანი ვიკიპედიების ნუსხაში მეგრული ვერსიაც ჩასვა.
ღოზი 18:
ნება გვიბოძეთ, ამ წერილის მეშვეობით საზოგადოებას განვუმარტოთ პროექტის განხორციელების მნიშვნელობა და საჭიროებანი. გულახდილები ვიქნებით და ვიტყვით, რომ არცერთ ჩვენგანს არ გვქონია მოლოდინი მეგრული ვიკიპედია ქცეულიყო ისეთ საინფორმაციო წყაროდ, როგორიც თუნდაც ქართული ვიკიპედიაა. ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ საზოგადოების მეგრულენოვანი ნაწილი მისთვის საინტერესო მასალებს მეგრული ვიკიპედიის ელექტრონულ ფურცლებზე მოძებნის და ამას თავისი ახსნა აქვს: მეგრული არ გახლავთ სტანდარტიზებული და ნორმალიზებული ენა, დღევანდელი სასაუბრო მეგრული უხვადაა გაჯერებული ბარბარიზმებით, შესაბამისად ასეთი მეგრულის მცოდნეს გაუჭირდება დახვეწილი მეგრულით შედგენილი სტატიის კითხვა, სწორედ ენის სათანადოდ არცოდნის გამო. ზუსტად ეს უკანასკნელი ფაქტორი გახდა მეგრული ვიკიპედიის, როგორც ერთ-ერთი პოპულარული პროექტის შექმნის მიზანი.
 
ჩვენ, მეგრული ვიკიპედიაზე მომუშავე ჯგუფის წევრები ვთვლით, რომ[[ქორთული ნინა|ქართულ ენასთან]] ერთად, მეგრული ენა, ისევე როგორც [[შონური ნინა|სვანური]] და [[ლაზური ნინა|ლაზური]], საქართველოს სახელმწიფოს და ქართველი ერის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია, ქართველური ცივილიზაციის მასულდგმულებელი წყარო და ვწუხვართ, რომ ენა, რომელიც ცოცხალ ორგანიზმს წარმოადგენს, კვდება მასზე არასათანადო ზრუნვის გამო. გლობალიზაციას მრავალ სიკეთესთან ერთად უამრავი ბოროტებაც მოაქვს და ერთ-ერთი ასეთი ბოროტება მცირე, უმწერლობო ენებს უქადის განადგურებას. [[UNESCO]] და ლინგვისტური საზოგადოებები მთელი მსოფლიოს მასშტაბით აცხადებენ, რომ 21-ე საუკუნის დასასრულისთვის დედამიწაზე არსებულ ენათაგანენათა უმეტესი70% გაქრება. ენის გაქრობას კი ხელს უწყობს მასზე მოლაპარაკეთა რაოდენობის კლება, რაც მეგრულის შემთხვევაში თვალში საცემია: აბაშის რაიონში და ქ. [[ფუთი|ფოთში]] მეგრული ენის მდგომარეობა სავალალოა, იქ მოსახლეობის დიდი ნაწილი აღარ საუბრობს მეგრულად, როცა 50 წლის წინ აბსოლუტურად სხვა სურათი გვქონდა. იგივე ტენდენციაა სხვა რაიონებშიც, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში, რომელთა შორის მეგრულად საუბარი რატომღაც ცუდ ტონად ითვლება.
 
ამ პროცესებს კი მკაფიოდ ტენდენციური სახე აქვს და თუკი ასე გაგრძელდა მომავალი 50 წლის განმავლობაში სამეგრელოს რეგიონში სავარაუდოდ მივიღებთ მოსახლეობის 30-40% და შესაძლოა უფრო მეტსაც, რომელთაც არ ეცოდინებათ მეგრული ენა. აღნიშნული კი ნამდვილად განგაშის საფუძველია ჩვენთვის და ამიტომაც ვცდილობთ საკუთარი ძალებით, მცირედი წვლილი შევიტანოთ პრობლემის მოგვარებაში. სამწუხაროდ არიან ადამიანები, ვისაც ქრონიკული შიში აქვს ამგვარი პროექტების და ყველაფერში სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს ხედავენ. ჩვენი ჯგუფი, ამგვარი პიროვნებების თავდასხმის ობიექტი ხშირად გამხდარა, თუმცა ეს მოულოდნელი არ ყოფილა და არც შემდგომში გამოვრიცხავთ მსგავსი ქმედებების გახშირებას.